Pages

Wednesday, January 23, 2019

აშშ-ში დაკავებული ირანელი ტელეწამყვანი გაათავისუფლეს

აშშ-ში დაკავებული Press TV-ის წამყვანი მარზიე ჰაშემი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ირანული ტელეარხი ტელეწამყვანის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, შაჰემი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს და ამჟამად ის ვაშინგტონში თავის ოჯახთან ერთად იმყოფება. 
ჟურნალისტი 13 იანვარს სენტ-ლუისის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონში საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.
Press TV-ის ცნობით, აშშ-ში დაბადებული მარზიე ჰაშემი იქ თავისი ავადმყოფი ძმის მოსანახულებლად ჩავიდა. ნათესავები მას 2 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ და დაკავების შესახებ მხოლოდ შემდეგ გაიგეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment