რა უნდა ვიცოდეთ ბინის ყიდვის, გირაობის ან ქირაობის დროს. ამ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი არ გავხდეთ.
ამ თემაზე „იმედის დღემ“ რეპორტაჟი მოამზადა და იურისტი მიიწვია.
საიას იურისტის მარიკა დუმბაძის თქმით, მათ თაღლითური სქემისგან დაზარალებული ბევრი მოქალაქე მიმართავს.
იურისტის განმარტებით, პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადების დროს, ასევე ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე. მარიკა დუმბაძე განმარტავს, რომ ყველაზე მთავარი აღსრულების ეტაპია.
„ჩვენ შეიძლება ვიდაოთ, წარმატებით დავასრულოთ საქმე, თუმცა მოვახერხებთ თუ არა მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ეს უკვე მეორე პრობლემური საკითხია. ჩვენ როდესაც ვიწყებით იძულებით სააღსრულებო წარმოებას, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ესენია: ქონების აღწერა, დაყადაღება, ქონების რეალიზაცია და შემდგომ კრედიტორის ანუ გამსესხებლის დაკმაყოფილება"- აცახდებს იურისტი.
დუმბაძის განმარტებით, სწორედ აქ იკევეთება პრობლემა. კერძოდ, თუ პირს არა აქვს ქონება, იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს 10 წლის განმავლობაში.
როგორც იურისტი აცხადებს, ქირავნობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ორივე მხარის მიერ საკუთარი ინტერესების რეალიზების მიზნით რისკების დაზღვევა უნდა მოხდეს.
„ეს რისკები შეიძლება დავაზღვიოთ სანოტარო წესით ხელშეკრულების დამოწმებით"-ამბობს იურისტი.
მარიკა აბულაძის თქმით, ბინის ყიდვის, გირაობის ან ქირაობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობებთან გაცნობა.
„სასურველია ხელშეკრულება სანოტარო წესით უყოს დადებული ან დამტკიცებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს უფლებებსა და ვალდებულებებზე. იპოთეკის შემთხვევაში იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან"- აცხადებს იურისტი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment