არტინკუბატორი თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ არსებულ „თბილისის კრეატულ ცენტრში“ გაიხსნა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, არტინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში და საერთაშორისო კონკურსებში.
არტინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.
„ბრიტანეთის საბჭოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, წინანდლის ბიზნეს სკოლის და ეროვნული მუზეუმის ძალიან აქტიური თანამშრომლობით და მხარდაჭერით ფუნქციონირებას იწყებს არტინკუბატორი, რაც გახლავთ ის სივრცე რაც კრეატიულ ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება, რომ თავისი შემოქმედებითი უნარები ბიზნეს უნარებში გარდაქმნან, რათა შემოქმედებითი პოტენციალი ფინანსური და ეკონომიკური სარგებლისთვის გამოიყენონ, შექმნან უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერაშორისო პარტნიორების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment