საქართველოში პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა წითელას ასეულობით შემთხვევა, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რა სიმპტომები ახასიათებს წითელას და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან, ამის შესახებ „რეიტინგს“ პედიატრი თემურ მიქელაძე ესაუბრა.
- ბატონო თემურ, ბოლო დროს წითელას შემთხვევები ძალიან გახშირდა, ეს სეზონის დამსახურებაა თუ რითი არის გამოწვეული?
- წითელას სეზონი ფაქტიურად არ არსებობს, რადგან სულ არის წითელას სეზონი, თუმცა, უფრო ხშირად ვითარდება ზამთრის ან გაზაფხულის პერიოდში.
ამ დროს ადამიანებს უფრო ხშირი კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან, დახურულ სივრცეში უწევთ ყოფნა და ამიტომაც ფიქსირდება დიდი შემთხვევები. თუ პაციენტს წითელა არ აქვს გადატანილი ან არ არის აცრილი, შესაძლოა, ასი ადამიანიდან ასივეს შეეყაროს ეს, რადგან მაღალი კონტაქტურობა ახასიათებს. საქართველოში, გახშირებული შემთხვევები წითელას ვაქცინაციის პროექტის ჩავარდნაა. 1 იანვრიდან დღემდე ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდა და ეს არის ფაქტიურად წითელას აფეთქება.დაავადებულთა 60% ძირითადად 20-60 წლამდე ასაკის პაციენტები არიან.
- ვინ არის წითელას რისკ-ჯგუფში?
- რისკ-ჯგუფში შედის ყველა, ვისაც არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია. ასეთ ადამიანს წამიერი კონტაქტის დროსაც გადაედება წითელა პაციენტისგან
ambebi.ge
No comments:
Post a Comment