Pages

Tuesday, January 8, 2019

ქართველები მარსზე ვენახის გასაშენებლად ემზადებიან - Washington Post

მარსზე, შე­საძ­ლოა, ქარ­თუ­ლი ვაზი გა­შენ­დეს. ამის შე­სა­ხებ Washington Postწერს. ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­ექ­ტის „მე­ცხრე მი­ლე­ნი­უ­მი“ ნა­წი­ლია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნოს, რომ სწო­რედ ეს ქვე­ყა­ნაა ღვი­ნის სამ­შობ­ლო.

„თუ ოდეს­მე მარსზე სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვალთ, ამა­ში წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­მაც უნდა შე­ი­ტა­ნოს. ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ღვი­ნო აჩუ­ქეს, ახლა კი შეგ­ვიძ­ლია, იგი­ვე მარ­სის­თვი­საც გა­ვა­კე­თოთ,“ - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის სა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ნი­კო­ლოზ დო­ბორჯგი­ნი­ძეvვა­ზის ჯი­შის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც მარსზე გა­ხა­რე­ბას შეძ­ლებს, 2016 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ელონ მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი კომ­პა­ნია SpaceX შეძ­ლებს, 2024 წელს ადა­მი­ა­ნე­ბი მარსზე გაგ­ზავ­ნოს.
სწო­რედ ეს გან­ცხა­დე­ბა გახ­და სტი­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მო­ე­ძებ­ნათ ვა­ზის ჯი­შე­ბი კოს­მო­სის­თვის, თუმ­ცა სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და სხვა ქვეყ­ნე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის - პერუ, სა­დაც შეძ­ლეს, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ მარ­სის გა­რე­მო­ში კარ­ტო­ფი­ლი მო­ეყ­ვა­ნათ. ამე­რი­კის ეროვ­ნულ კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს (NASA) უკვე აქვს მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ მარ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სად­გურ­ზე და­ი­თე­სე­ბა. მუ­შა­ო­ბენ პო­მი­დო­რე­ბი­სა და წი­წა­კე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯი­შე­ბის შექ­მნა­ზეც. რო­გორც NASA-ს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი რალფ ფრი­ჩი ამ­ბობს, კოს­მო­სის­თვის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა უმე­ტე­სად კა­ლო­რი­ებ­ზეა გათ­ვლი­ლი და მე­ნი­უ­ში დღემ­დე არც ყუ­რძე­ნი და არც ღვი­ნო შე­დის.
"ჩვენ, უმე­ტე­სად, ეკი­პა­ჟის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ უარი ვთქვათ მათ­თვის კარ­გი გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე. ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ ამ მიზ­ნით ალ­კოჰოლ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ",“ - ამ­ბობს ფრი­ჩი.
სა­ქარ­თვე­ლო­ში, ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვაზს მარ­სის მსგავს ნი­ა­დაგ­ში დარ­გა­ვენ. პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დი წლის და­სა­წყის­ში აპი­რებს თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში შექ­მნას ვერ­ტი­კა­ლუ­რი ფერ­მა, სა­დაც ია­ტა­კი­დან ჭე­რამ­დე გან­თავ­სე­ბულ სათ­ბურ­ში ვა­ზის გარ­და მარ­წყვსაც მო­იყ­ვა­ნენ - ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბულ კენკრას, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც სხვა პლა­ნე­ტა­ზე რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა.ვერ­ტი­კა­ლუ­რი ფერ­მა, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ სივ­რცეს და მი­ნი­მა­ლურ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მეც­ნი­ე­რებს და­აკ­ვირ­დნენ, რო­მე­ლი ვაზი შეძ­ლებს მარ­სის ნი­ა­დაგ­ში არ­სე­ბო­ბას.
ასე­ვე, რო­გორც Washington Post წერს, თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (BTU) გეგ­მავს, ვიდ­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მარ­სის მსგავ­სი გა­რე­მოს სი­მუ­ლა­ცი­ას მო­ა­წყო­ბენ, რამ­დე­ნი­მე სა­ხის ნი­ა­და­გი გა­მოს­ცა­დონ. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კი მცე­ნა­რის­თვის შექ­მნი­ან ზუს­ტად ისეთ პი­რო­ბებს, რო­გო­რიც მარსზეა - და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბით, ნახ­ში­რორ­ჟან­გის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით და ატ­მოს­ფე­როს მა­ღა­ლი წნე­ვით. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2022 წლი­სათ­ვის უკვე ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი ჯი­შის ვაზი გა­შენ­დე­ბა და რო­გო­რი ღვი­ნის და­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა მარსზე.გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში ზო­გი­ერ­თე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას წი­თელ ღვი­ნოს ანი­ჭე­ბენ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მარსზე თეთ­რი ღვი­ნის ვა­ზის ჯი­შე­ბი უფრო გა­ი­ხა­რებს.
"თეთ­რი ღვი­ნის ვაზი უფრო მე­დე­გი და გამ­ძლეა ვირუ­სე­ბის მი­მართ. ჩემი აზ­რით, თეთ­რი ჯი­შის ვაზი რა­დი­ა­ცი­ის მა­ღალ დო­ნე­საც ად­ვი­ლად აი­ტანს, რა­დი­ა­ცია ყუ­რძნის მარ­ცვლის კან­ში ვერ შე­აღ­წევს", - ამ­ბობს ლე­ვან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მეღ­ვი­ნე­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დი­რექ­ტო­რი.
ერთ-ერთი ჯიში, რო­მე­ლიც მარსზე გა­საგ­ზავ­ნად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რქა­წი­თე­ლია. მისი ნა­ყო­ფის­გან მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის ღვი­ნო მზად­დე­ბა. Washington Post აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი სად­გუ­რის ავა­რი­ის დროს საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბი რა­დი­ა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და არ­ყის და­ლე­ვას ურ­ჩევ­დნენ. აშშ-ის პიტსბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის დას­კვნით, მათი საბ­ჭო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი სწორ რჩე­ვას იძ­ლე­ოდ­ნენ: ქარ­თუ­ლი თეთ­რი და წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი შე­ი­ცა­ვენ ნივ­თი­ე­რე­ბა რეს­ვე­რატ­როლს, ნა­ტუ­რა­ლურ ან­ტი­ოქ­სი­დანტს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის უჯრე­დე­ბი რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან და­იც­ვას.2017 წლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის დროს ნა­პოვნ 8 ათა­სი წლის ქვევ­რებ­ში ღვი­ნის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
"ეს ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ მარსზე ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ", - ამ­ბობს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი.
სა­ერ­თოდ კი, რაც არ უნდა მოხ­დეს და რო­გორც არ უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი კოს­მოს­ში მუ­დამ იქ­ნე­ბა: 1977 წელს NASA-მ კოს­მოს­ში გა­უშ­ვა ორი თა­ნამ­გზავ­რი - კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბი"ვო­ი­ა­ჯერ-1" და ვო­ი­ა­ჯერ-2", რო­მელ­თა ბორტზე "ოქ­როს ფირ­ფი­ტე­ბია" - დე­და­მი­წის ცო­ცხა­ლი სამ­ყა­როს ხმე­ბი, სხვა­დას­ხვა ხალ­ხთა ენებ­ზე ჩა­წე­რი­ლი მი­სალ­მე­ბე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.
ფირ­ფი­ტებ­ზე 27 მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, ვოლ­ფგანგ მო­ცარტსა და ჩაკ ბე­რის­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სა­გუნ­დო სიმ­ღე­რა "ჩაკ­რუ­ლოც" არის ჩა­წე­რი­ლი. თა­ვის დრო­ზე მოს­კო­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ითხოვ­და, რომ NASA-ს რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რი­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ქარ­თუ­ლი ამ­ჯო­ბი­ნეს.
"ამი­ტო­მაც, ქარ­თვე­ლებ­მა კოს­მოს­ში პირ­ვე­ლო­ბა­ზე ფიქ­რი და­ვი­წყეთ", - ამ­ბობს ტე­ლე­რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, "ჩაკ­რუ­ლოს" გუნ­დის ერთ-ერთი მომ­ღერ­ლის შვი­ლი. - "მეც­ნი­ე­რებს შთა­გო­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო კი ღვი­ნოა. რო­გორც კი მარსზე ღვი­ნო გაჩ­ნდე­ბა, ყვე­ლა მოგ­ვბა­ძავს"
ambebi.ge

No comments:

Post a Comment