Pages

Saturday, February 2, 2019

ორ დღეში ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, დილით ქალებს ლოგინში უნახავთ გარდაცვლილი...” - რუსეთი დეპორტირებულებს 10 მლნ ევროს გადაუხდის

12 წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ, 2006 წელს ქარ­თვე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცი­ის­თვის რუ­სეთს 10 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა. მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია რუ­სე­თი­დან გა­მო­ძე­ვე­ბულ სულ მცი­რე 1500 ადა­მი­ან­ზე უნდა გა­ნა­წილ­დეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

21 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის სა­ჩი­ვა­რი “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ” და “კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლმა” ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში 2007 წლის მარ­ტში შე­ი­ტა­ნეს. 2016 წლის 20 დე­კემ­ბერს, ქარ­თვე­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სარ­ჩე­ლებ­ზე რუ­სე­თის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი დად­გა.
დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სარ­ჩე­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ გავ­რცელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის იმ ნა­წილ­ზეც, რო­მე­ლიც არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლა.
რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­მო­ძე­ვე­ბი­სას 2006 წელს სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლია იყო, რო­მელ­მაც პა­ტირ­მო­ბა­ში­ვე მო­უ­გო რუ­სეთს, თუმ­ცა, სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფო­ნის გამო, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ მო­ეს­წრო, - ის თა­ნა­საკ­ნე­ლებ­მა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე, ლო­გინ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.
ამის შე­სა­ხებ ბუ­ტირ­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი მზია სა­ლა­ყა­ია გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია, ვინც მა­შინ ცი­ხის ჯო­ჯო­ხეთს გა­უძ­ლო და 12 წლის შემ­დეგ რუ­სეთს საქ­მე მო­უ­გო.ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ძა­ლი­ან იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლებს პან­ტა-პუნ­ტით იჭერ­დნენ, სამ­შობ­ლო­ში სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვით უშ­ვებ­დნენ... შე­მე­შინ­და და თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ რო­დემ­დე და­ვი­მა­ლე­ბო­დი?! არა­და, ვი­ცო­დი, რომ სა­დარ­ბა­ზო­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი, კა­რებ­თა­ნაც იყ­ვნენ რუსი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი.
ერთ დღე­საც, ერთ-ერთი მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან და­მავ­ლეს ხელი და ისე ჩა­მაგ­დეს მან­ქა­ნა­ში, არც უთ­ქვამთ ვინ იყ­ვნენ, არც ჩემ­თვის მო­უ­თხო­ვი­ათ სა­ბუ­თი... მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­მიყ­ვა­ნეს, გა­მა­შიშ­ვლეს და თავი მო­მი­ხი­ლეს, რაც ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო... მა­შინ ჩე­მით მივ­ხვდი, რომ სა­კან­ში უნდა გა­და­ვეყ­ვა­ნეთ და ასეც მოხ­და, - ბუ­ტირ­კის ქალ­თა სპე­ცგან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.
- რა ვი­თა­რე­ბა დაგ­ხვდათ იქ?
- იქ თვე­ზე მეტ ხანს მო­მი­წია ყოფ­ნა და უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბი იყო... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ისე­თი სა­ში­ნე­ლი საჭ­მე­ლი იყო, ახ­ლაც მიკ­ვირს ცო­ცხა­ლი რო­გორ გა­დავ­რჩი, - ყვე­ლა­ზე ია­ფი­ა­ნი თევ­ზის კონ­სერ­ვის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი რა­ღაც წვნი­ა­ნი­ვით ჰქონ­დათ, შე­სა­ხე­და­დაც კი შეგძრავ­და...
რაც შე­ე­ხე­ბა ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს, - ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით არც ერთი გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ერთ-ერთი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ქცე­ვე­ბით, რის გა­მოც “ანა­კონ­და” შე­ვარ­ქვით, - სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლას, წყლის და­ლე­ვა­სა და ბა­ნა­ო­ბა­საც კი გვიშ­ლი­და. იმ პი­რო­ბებ­ში მეტი რაღა უნდა მოგ­ვე­თხო­ვა და ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცებ­საც კი გვიკ­რძა­ლავ­და...
- თქვენს გარ­და კი­დევ იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი?
- დიახ, სულ 6 ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვით, ჩემს გარ­და კი­დევ ერთი იყო აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი. მათ­გან ერთი ქუ­თა­ი­სე­ლი იყო და ერთი წყალ­ტუ­ბო­ე­ლი... ყვე­ლას ერთი და იგი­ვე “და­ნა­შა­უ­ლი” გვქონ­და, სა­ბუ­თე­ბის არ­ქო­ნა. ჩვენ­თან ერ­თად იყო კი­დევ ერთი ქალი, მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლია, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში ჰქონ­და. შვი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, გვა­რი არ მახ­სოვს... ამის ნი­ა­დაგ­ზე, მა­ნა­ნამ შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. მეც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა მქონ­და და ერთ დღე­ზე მეტ ხანს ვერ შევ­ძე­ლი... ვთხო­ვე კი­დეც, - მა­ნა­ნა, ჩვენ არ გვი­წყობს ხელს ჯან­მრთე­ლო­ბა და შეძ­ლებ ამის გა­კე­თე­ბას-მეთ­ქი? – უნდა შევ­ძლოო, მი­თხრა.
მე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს ვი­თხოვ­დი, - მო­მიყ­ვა­ნეს ბა­ტო­ნი პა­ტა­რა­ძე, ვუ­ამ­ბე ჩემი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მა­ნამ­დე იმ ქუ­თა­ი­სელ­მა ერთ-ერთი მნახ­ვე­ლის დახ­მა­რე­ბით სა­კან­ში ჩუ­მად ტე­ლე­ფო­ნი შე­მო­ი­ტა­ნა და ერ­თთვი­ა­ნი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ჩემს ოჯახ­ში, ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან დავ­რე­კე და ვაც­ნო­ბე, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი... ასე მო­იქ­ცნენ სხვე­ბიც... ჩემ­მა შვილ­მა არ იცო­და, მე ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი თუ მკვდა­რი და ისე გა­ნი­ცა­და, მე­გო­ნა, ემო­ცი­ის­გან გული გა­უს­კდე­ბო­და. ავუხ­სე­ნი რაც და­მე­მარ­თა. მას ცალ­კე და­უ­წყია გზე­ბის პოვ­ნა ჩემს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში მისი სკო­ლე­ლი და რა­ღაც პე­რი­ო­დი, ჩემი მოს­წავ­ლეც იყო...
პა­ტა­რა­ძემ შე­ი­ძი­ნა ჩემ­თვის ბი­ლე­თი, მე ფუ­ლიც არ მქონ­და. ტან­ზე რაც მეც­ვა, იმით ამიყ­ვა­ნეს. ერთი სი­ტყვით, - მოს­კო­ვი­დან ბა­ქო­ში ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩავფრინ­დი და იქი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი.
მა­ნა­ნა შიმ­ში­ლო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მას შემ­დეგ რაც მე ციხე დავ­ტო­ვე, მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ყო­ფი­ლა, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ პირ­და­პირ დარ­ბა­ზი­დან არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ, სა­ბუ­თე­ბია გა­სა­ფორ­მე­ბე­ლიო და სა­კან­ში შე­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ორ დღე­ში ციხე უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა, იმ­დე­ნად სტრე­სუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი ჰქონ­და, ვერ გა­და­ი­ტა­ნა და დი­ლით, 6 სა­ათ­ზე ქა­ლებს ლო­გინ­ში უპოვ­ნი­ათ გარ­დაც­ვლი­ლი, ცი­ხე­ში­ვე და­ი­ღუ­პა... მას შემ­დეგ 12 წელი გა­ვი­და და მის ტკი­ვილს გუ­ლით ვა­ტა­რებ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იქ­ნე­ბა...
- ელო­დით, რომ ერთ დღე­საც რუ­სეთს მო­უ­გებ­დით?
- არა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან მუდ­მი­ვად მეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ, ზოგ­ჯერ მეც ვკი­თხუ­ლობ­დი, - რა ხდე­ბა ჩვენს საქ­მე­ზე-მეთ­ქი. ეს არის პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა დიდ და ბო­როტ რუ­სეთ­ზე, რომ­ლის­თვი­საც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს.
ცნო­ბის­თვის, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუ­სეთ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და 31 იან­ვრი­დან სამი თვის პე­რი­ოდ­ში უნდა და­ას­რუ­ლოს, ყო­ველ გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე მას შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment