Pages

Wednesday, February 27, 2019

ტყვიის შემცველობის დასადგენად იტალიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუში გაიგზავნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიის ლაბორატორიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშია გაგზავნილი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"საქართველოს ყველა რეგიონში ორიდან ათ წლამდე 1500 ბავშვის სისხლის სინჯია აღებული. იტალიიდან საბოლოო შედეგებს მარტის მეორე ნახევრიდან მივიღებთ, რის შემდეგაც ამ შედეგებს საქართველოს მასშტაბზე განვაზოგადებთ. ვიმსჯელებთ და სამომავლო გეგმები ამის მიხედვით დაისახება,” - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მანამდე საქართველოში 14 000-ზე მეტ ოჯახში წყლის ხარისხის და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩატარდა
კვლევის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, შეგროვდა საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ, ასევე შემოწმდა წყლის ხარისხს და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment