2018 წელს საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან 84 მილიონი ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 53%-ით (29 მილიონი ლარით) მეტია ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
84 მილიონიდან 34 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 50 მილიონი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შევიდა.
2010-2012 წლებში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში საშუალოდ 33 მილიონი ლარი შედიოდა, 2013-2017 წლებში კი საშუალოდ 55 მლნ ლარი. 2018 წლის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.
გრაფიკი: ბიუჯეტის შემოსავლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, მილიონ ლარებში:
შედარებისთვის, 2017 წელს შსს-მ დაახლოებით 400 ათასი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, რომელთა თანხამ ჯამში 14.7 მილიონი ლარი შეადგინა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment