Pages

Saturday, February 16, 2019

მიულერი მანაფორტის ციხეში 24 წლით გამწესებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24-წლიან პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რობერტ მიულერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლ მანაფორტი ციხიდან 93 წლის ასაკში გამოვა. ამის შესახებ BBC წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანაფორტს სხვა საქმეებთან ერთად, მრავალმილიონიან ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ რობერტ მიულერი ორ წელია, რაც ტრამპის გუნდის რუსეთთან შესაძლო კავშირებსა და სავარაუდო გარიგებების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. 
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI)  პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორს რიკ გეითს ბრალი 12 პუნქტში წაუყენა, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში. მანაფორტი და გეითსი სამართალდამცველებს  ჩაბარდნენ. მალევე სასამართლომ მათ შინაპატიმრობა შეუფარდა.
2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებენ როგორც კონგრესში, ისე გამოძიების ფედერალურ ბიუროში. სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ერთადერთია, რომელსაც ბრალის წაყენების უფლებამოსილება გააჩნია.
როგორ დაიწყო ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი გამოძიების ისტორია და ვინ არიან ამ პოლიტიკური დრამის მთავარი მონაწილეები, ვრცლად ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment