ანალიტიკურმა ვებგვერდმა - Football Observatory-მ, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა. გათვალისწინებულია მხოლოდ იმ ფეხბურთელთა მონაცემები, რომლებსაც 1800-ზე მეტი წუთი აქვთ ნათამაშები (ბუნდესლიგაში 1500-ზე მეტი).
პირველი ადგილი კატალონიის ,,ბარსელონას'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დაიკავა. სტატისტიკის მიხედვით, არგენტინელს წარმატებული დრიბლინგი ყოველ 19,2 წუთში გამოსდის.
მესის მცდელობებიდან დრიბლინგების 67 % წარმატებულია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლონდონის ,,ჩელსის'' შემტევს, ედენ აზარს აქვს, ბელგიელის ანგარიშზე 73%-ია.
აღსანიშნავია, რომ ტურინის ,,იუვენტუსის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ტოპ-50-ს მიღმაა
Setanta.ge
No comments:
Post a Comment