ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მაკრონის თქმით, ის შეხვდა სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ასევე შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო.
„მადლობელი ვართ საქართველოსი, რომ დაგვიბრუნდით, რათა ჩვენი კავშირების ახალი გვერდი დაიწეროს. 14 თუ 15 წლის წინ ამ შენობაში ჩვენმა წინამორბედებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდით. მე მივესალმები თქვენს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. წინასაარჩევნო კამპანია არ იყო შეფერხებების გარეშე, თუმცა ბოლომდე მიიყვანეთ ის თქვენი მტკიცე განწყობით"-განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პირველი პირის პირის თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა მას თავი შესანიშნავად გაართვა.
„ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.
ამასთან მაკრონის თქმით, მან ქართველი კოლეგისგან საქართველოში მიწვევა მიიღო.
„ქალბატონო პრეზიდენტო თქვენ მე დამპატიჟეთ საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები ვუპასუხო ამ თქვენს მოწვევას და გეწვიოთ საქართველოში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment