Pages

Thursday, February 21, 2019

თბილისში გიდებმა საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გააპროტესტეს

მეტეხის ეკლესიასთან გიდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გახშირებულია და ეს მხოლოდ ტურისტულ კომპანიებს არ ეხებათ. მათი თქმით, ასეთი დარღვევა უმეტესწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიების მიერ ხდება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საკითხზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სიმბოლიკის ნებისმიერი სახით დამახინჯება ლახავს სახელმწიფოებრიობას, არის დაუშვებელი და სახელმწიფო შესაბამის კანონზე მუშაობს.
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა.
საქართველოს რუკის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯებით გავრცელება შესაძლოა დასჯადი გახდეს. ინიციატივა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს ეკუთვნის
imedinews.ge

No comments:

Post a Comment