Pages

Friday, February 22, 2019

ლევან კობიაშვილი თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებას ეხმაურებ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე“, - განაცხადა კობიაშვილმა.
თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. მათ ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში,  ქურდობაში ადანაშაულებენ.  ინფორმაცია ამიშ შესახებ CNN-ის თურქულმა ბიურომ გაავრცელა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment