Pages

Wednesday, February 13, 2019

ნატო რუსეთის მიერ ბირთვულ იარაღზე შეთანხმების დარღვევის გამო საპასუხო ზომებზე მსჯელობს

რუსეთის მიერ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო, ნატო საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალზე გააკეთა. ინფორმაციას Force Net-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ნატოს რეაქცია იქნება მოზომილი და „თავდაცვითი, რადგან არ გვსურს ახალი გამალებული შეიარაღება“- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
საყურადღებოა, რომ მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან გამოვიდა, ხელშეკრულებაზე უარი მოსკოვმაც თქვა. მიზეზი ურთიერთბრალდებები გახდა. დასავლეთში აცხადებენ, რომ პოლონეთის საზღვართან ახლოს, რაკეტა ნოვატორ „9 ემ-729“ის განთავსებით, რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმების პირობები დაარღვია.
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვეს საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment