Pages

Tuesday, February 26, 2019

ილია ჭავჭავაძის პამფლეტი, რომლითაც დასცინოდა ნოე ჟორდანიას და სოციალ-დემოკრატებს

სანამ წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავაძის დამცინავ პამფლეტს "სიმვოლო სარწმუნეობისა", რომელიც პირადად ნოე ჟორდანიასა და მისი თავმჯდომარეობის ქვეშ მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიმართ დაიწერა, მინდა გავეცნოთ გენერლის, გიორგი კვინიტაძის მოსაზრებას სოციალ-დემოკრატებზე:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


"სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც საქართველოს სამი წელი მართავდა (საუბარია პირველ რესპუბლიკაზე 1918-21 წლებში) დამნაშავე იყო, რომ ქვეყანა ვერც საგარეო პოლიტიკური და ვერც სამხედრო ომისთვის ვერ მოამზადა. არ არსებობდა თავდაცვის, სწორი მობილიზაციის გეგმა, არ გააჩნდათ ტანსაცმელი, სურსათი, სამხედრო მასალა და ა.შ. და რაც მთავარია, გვარდია (24 ბატალიონი) 
ჩამოყალიბებული იყო არმიის (12 ბატალიონი) საზიანოდ. მათ თავიანთი დანაშაულის სხვაზე, სამხედრო ხელმძღვანელობაზე გადაბრალება სურდათ. დაბეჯითებით ვამბობ, სამშობლოს გულწრფელად მოყვარული და რასაკვირველია ჩვენი მმართველებისგან განსხვავებული ინტელექტის მქონე ხალხის ხელში, საქართველოს ბედი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა."

გენერალი გიორგი კვინიტაძე - "ჩემი მოგონებები"

სიმვოლო სარწმუნოებისა


1. "მწამს ერთი მარქსი, ტომითა ურისტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმცრებით მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელგანთქმულისა ჰეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სოფელსა ამას შინა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

2. და ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მის ჟორდანია, გურჯისტანელ მარქსად წოდებული, რომელი მარქსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა, უარმყოფელი ყოველთა მეცნიერთა გარეშე მისსა, რომელი ჩვენი დასის თავად აღსაარებულ და ხელ-დასმულ იქმნა წინაწარმეტყველისა გიორგის მიერ უწინარეს დაბადებისა მისისა, ჟამსა მას გოდებისა დასაფლავებასა ზედა ინგოროყვასისა, ნათელი ნათლისაგან, მეცნიერი ჭეშმარიტი, მეცნიერისაგან უჭეშმარიტეტისა, ქმნილი და არა შობილი, თანაარსი მოძღვრისა მისისა, რომლისგან შეიქმნა ყოველივე მეცნიერებისა.

3. რომელი ჩვენთვის, მესამე დასის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გადმოხტა ცისკიდით, დასავლით კერძო და ფრთანი შეისხა წინასწარმეტყველისა გიორგისაგან და განკაცდა და მპყრობელ არს დროშისა მის, შთაბარებულსა წინამორბედისა მისისა გიორგის მიერ.

4. რომელი ჟამსა ამას არა ჯვარცმულ არს, არცა ვნებულო და არცა დაფლულ, მსგავსად წინამორბედისა მისისა. არამედ ჯვარმცმელ არს ყოველთა მათ, რომელნიცა არიან გარეშე ჩვენსა.

5. რომელიც სდგას თავსა შინა მესამისა დასისასა, მსგავსად წერილისა წინასწარმეტყველისა მის გიორგისა.

6. და ამაღლებულ არს მერყევსა ტახტსა ზედა "კვალისასა" და მჯდომარე არს მარჯვენით ხელდამსხმელისა მისისა.

7. და მოვლენილ არს დიდებით ქვეყანასა ამას გურჯისტანისასა, განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა ეროვნებათა და მრთელისა კაცთა ათესავისა მსგავსად მაზაკვალისა (გიორგი წერეთლის ფსევდონიმი იყო), რომლისა სიჭაბუკესა არა აქვს დასასრული.

8. და ერთი წმინდა, სულიერი წინასწარმეტყველი და წინამორბედი ჟორდანიასი გიორგი, რომელი გურჯისტანისგან გამოვალს, გურჯისტანელთა და აიასტანელთაგან, ჟორდანიასთანა და ჯიბლაძესთანა თაყვანისმცემლების და იდიდების ამას ჟამსა შინა, რომელი იტყოდა და აწცა იტყვის ივანიკასა და გოჯაპირას მიერ.

9. ერთი წმინდა მართლმადიდებელი და სამახარაძო მესამე დასი და ყორანი მისი "კვალი".

10. აღვიარებ ერთსა ოდენ მცნებასა გაჟორდანიებულის მარქსისა და გამარქსებულის ჟორდანიასასა, მოსატყუებლად ყოველთა ცოდვათა, ურიგობათა, უწესობათა და სულელობათა.

11. მოველი სასოებით დამხობასა ყოველთა წოდებათა და ეროვნებათა და უწინარეს ყოვლისა გურჯისტანის განადგურებასაცა.

12. და ცხოვრებასა გაღატაკებულთა, გაუმეცრებულთა და მხეცებრის ბრძოლით გაპირუტყვებულთა ბრბოთა მერმისა მის საუკუნისასა. ამინ."


ასევე დაგაინტერესებთ:






ავტორი: თორნიკე ფხალაძე

intermedia.ge

No comments:

Post a Comment