გამთენიისას ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები და მაღაზიები დატბორილია. დაზიანებულია სალონების, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.
შემთხვევის შემდეგ ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია GWP-ის განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება.
"წყალმომარაგება შეეზღუდა ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება,"- წერია განცხადებაში.
მიყენებულ ზარალს GWP სრულად აანაზღაურებს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment