Pages

Sunday, February 17, 2019

ვატიკანში სექსუალური ძალადობის პრევენციაზე ეპისკოპოსები შეიკრიბებიან

ვატიკანში სექსუალური ძალადობის პრევენციაზე ეპისკოპოსები შეიკრიბებიან. შეხვედრა 21 თებერვალს დაიწყება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
"ჩვენ ამ პრობლემის ფესვებს უნდა ჩავწვდეთ და ვაჩვენოთ, რომ გვაქვს უნარი განვიკურნოთ როგორც ეკლესია, რომელიც მასწავლებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აჯობებს, სხვა საქმით დავკავდეთ“, - განაცხადა მამა ფედერიკო ლომბარდიმ, რომელიც რომის პაპმა ამ შეხვედრების მედიატორად დანიშნა.
შეხვედრის თემა „მცირეწლოვანთა და დაუცველ ზრდასრულთა მიმართ ძალადობის პრევენციაა“ .
მანამდე აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა სექსუალური ძალადობის სკანდალში გაეხვა, რის გამოც რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ თეოდორ მაკარიკის საეკლესიო წოდება ჩამოართვა.
ამის შემდეგ ვატიკანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ პაპი ფრანცისკე მსხვერპლთა გვერდით დგას და ის პედოფილ საეკლესიო მსახურებს მტაცებლებად მიიჩნევს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment