აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა გახდეს თუ უარს იტყვის ბირთვულ შეიარაღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ტრამპმა დაწერა, რომ ჩრდილოკორეელებს განვითარების უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე ძალიან ბევრს სხვა დანარჩენ ქვეყანას
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.
მომდევნო შეხვედრა ვიეტნამში 27-28 თებერვალს შედგება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment