Pages

Thursday, February 14, 2019

ცნობილია ვინ სცემა ლადო ბედუკაძე

ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის წინ გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით,  მას ყოფილმა პატიმარმა სცემა, თუმცა თავად ბედუკაძე მომხდარს პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს და "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს.
ბედუკაძის თქმით, მან არ იცის ვინ არის ის ადამიანი, ვინც თავს დაესხა. "ქრონიკის" ინფორმაციით კი ეს ადამიანი ყოფილი პატიმარი თენგიზ ნაზღაიძეა, რომელიც 2006 წლიდან 2008 წლამდე იძებნებოდა და მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ. ნაზღაიძე 2008 წელს დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment