Pages

Saturday, February 23, 2019

რა სახიფათო ნივთიერებებითაა გაჯერებული ჰაერი თქვენს სახლში და ოფისში, სადაც მუშაობთ - როგორ გავწმინდოთ ჰაერი დახურულ სივრცეში

მტვრის, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­სა თუ გა­რე­მოს სხვა უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რე­ბის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, პირ­ბა­დე­ებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ქუ­ჩა­ში ვი­კე­თებთ ხოლ­მე, შე­ნო­ბებ­ში კი ჰა­ე­რი ნაკ­ლე­ბად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გვგო­ნია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ასე სუ­ლაც არ არის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი შე­ნო­ბა­ში ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რომ­ლის გა­მოც წე­ლი­წად­ში 3,8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ამ და­ბინ­ძუ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. აი, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი:
1) აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბი და ანა­ორ­თქლი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ნავ­თის წვის შე­დე­გად
აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბის ჯგუ­ფია. მათ გა­მო­ყოფს წებო, სა­ღე­ბა­ვი, ხის ნივ­თე­ბი, ფა­ნე­რა და ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი მერ­ქან-ბურ­ბუ­შე­ლო­ვა­ნი ფი­ლე­ბის­გან (დსპ) დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი, ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი აე­რო­ზო­ლე­ბი, კოს­მე­ტი­კა და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, საწ­ვა­ვი ნავ­თო­ბი, ბენ­ზი­ნი და ასე შემ­დეგ.
აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის აორ­თქლე­ბა შე­საძ­ლოა საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბის, ქი­მი­უ­რი წმენ­დის, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის, ჰა­ე­რის ნე­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი გა­მათ­ბობ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, მა­კო­პი­რე­ბე­ლი აპა­რა­ტე­ბი­სა და სხვა­თა ხმა­რე­ბის დრო­საც მოხ­დეს.
კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შე­ნო­ბებ­ში აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის დონე 2-5-ჯერ უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში.
ნავ­თი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ა­ვი­ა­ციო საწ­ვა­ვად, გა­ნა­თე­ბი­სა და გა­მათ­ბო­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში. მისი ანა­ორ­თქლი იწ­ვევს ბრონ­ქიტს, ემ­ფი­ზე­მას და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს.გა­ზ­ქუ­რე­ბი და გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბი
გა­ზის წვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სა­თა­ნა­დო ვენ­ტი­ლა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო მთელ შე­ნო­ბა­ში ვრცელ­დე­ბა. შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დის მა­ღალ­მა დო­ნემ კი ფა­ტა­ლურ შე­დე­გამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს.
მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მხუ­თა­ვი აირი ქრო­ნი­კულ დაღ­ლას, ბავ­შვებ­ში ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბის გაზ­რდას და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს3) ჭარ­ბი ტე­ნი­ა­ნო­ბა
იქ, სა­დაც ტენი გროვ­დე­ბა, წარ­მო­იქ­მნე­ბა ობი და მტვრის ტკი­პე­ბი, რას­თან კონ­ტაქ­ტმაც ადა­მი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ას­თმა ან ალერ­გია. ჭარ­ბი ტე­ნი­ა­ნო­ბა ვნებს არა მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბას, არა­მედ ნივ­თებ­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით ხი­სას.რო­გორ გა­ვა­სუფ­თა­ოთ ჰა­ე­რი შე­ნო­ბა­ში, სახ­ლში?
აი, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა:
1) რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ა­სუფ­თა­ვეთ სახ­ლი
რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­დაწ­მინ­დეთ ზე­და­პი­რე­ბი­დან მტვე­რი არა მხო­ლოდ ტახ­ტის ქვეშ, არა­მედ სხვა, ძნე­ლად მი­სად­გო­მი ად­გი­ლე­ბი­და­ნაც. სა­ჭი­როა ხში­რად გა­ი­რე­ცხოს ბა­ლი­შე­ბი და ლე­ი­ბე­ბი.) გა­მო­ი­ყე­ნეთ მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ერს "წმენ­დენ" ფორ­მალ­დე­ჰი­დე­ბის­გან და აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის­გან
NASA-სკვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ასე­თი მცე­ნა­რე სულ ჩვიდ­მე­ტია: რო­ბე­ლე­ნის ფი­ნი­კის პალ­მა, ქლორო­ფი­ტო­ზი, ოქ­როს­ფე­რი ეპიპ­რემ­ნუ­მი, ლი­რი­ო­პე და სხვა­ნი. მორ­თეთ ამ მცე­ნა­რე­ე­ბით თქვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი და სახ­ლის სხვა ოთა­ხე­ბი.არ მო­წი­ოთ სი­გა­რე­ტი შე­ნო­ბა­ში
ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 1964 წლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 500 000 არამ­წე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა იმ პრობ­ლე­მე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო პა­სი­უ­რი მო­წე­ვის­გან.
დაე, თქვე­ნი სახ­ლი გახ­დეს არამ­წე­ვე­ლე­ბის ზონა. არა­ვის დარ­თოთ შე­ნო­ბა­ში მო­წე­ვის ნება. და­ი­ცა­ვით თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.
) აირ­ჩი­ეთ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბი
ყუ­რა­დღე­ბით მი­უ­დე­ქით კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის არ­ჩე­ვას. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ შე­მად­გენ­ლო­ბას. ეცა­დეთ აირ­ჩი­ოთ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბი. ეს ეხე­ბა გამ­წმენდ სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც. ისი­ნი არ უნდა შე­ი­ცავ­დნენ მავ­ნე ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს
 სახ­ლი შე­ა­მოწ­მეთ ობის არ­სე­ბო­ბა­ზე
მო­იწ­ვი­ეთ სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ა­მოწ­მოს, არის თუ არა თქვენს სახ­ლში სოკო და ობი. თა­ვა­დაც ყუ­რა­დღე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ჭერი, მი­ლე­ბი, ონ­კა­ნე­ბი და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ტე­ნი­ა­ნო­ბას.
არ და­გა­ვი­წყდეთ აბა­ზა­ნის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა, რის­თვი­საც ღია უნდა და­ტო­ვოთ კარი ან ფან­ჯა­რა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment