Pages

Sunday, February 17, 2019

არგენტინაში ახალი სახეობის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს

არგენტინამ მსოფლიოს ახალი პალეონტოლოგიური სახეობა Barrosasuchus Neuquenianus-ი წარუდგინა. ეს არის ნიანგი, რომელიც თანამედროვე ნეუკენის პროვინციის ტერიტორიაზე 70 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. 
დინოზავრის გაქვავებული ძვლები კიდევ კიდევ 2001 წელს კანადის და ადგილობრივი მუზეუმის ერთობლივი ექსპედიციის დროს იპოვეს, თუმცა მეცნიერებს 18 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ძვლები ამოეთხარათ, დაემუშავებინათ და შეესწავლათ.
აღმოჩენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველად იპოვეს პრაქტიკულად მთლიანი ჩონჩხი, მათ შორის თავის ქალა. ყბები, ფეხები, ნეკნები და ხერხემალი.
სპეციალისტების განმარტებით, ეს ნიანგები (peirosaurios) მტაცებლები იყვნენ. ჩონჩხი ადგილობრივი მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment