მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი "კლასიკო" გაიმართება. პირველი თამაში ხვალ შედგება და კოპა დელ რეის ფინალისტის ვინაობას გაარკვევს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს სეზონის არც ისე კარგი სტარტი ჰქონდათ, "რეალი" "ბარსელონას" საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება. სანტიაგო სოლარის გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო: "ლეგანესთან", "ბეტისთან", "სევილიასთან", "ალავესთან", "ესპანიოლთან" და "ატლეტიკოსთან", რის შემდეგაც "ჟირონასთან" წააგო. ამას "ლევანტესთან" გამარჯვება მოყვა.
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "აიაქსის" დამარცხებაც მოახერხა.
რაც შეეხება "ბარსელონასთან" შეხვედრებს, პირველ წრეში ლა ლიგის ეგიდით გამართული მატჩი კატალონიელების გამარჯვებით, 5-1 დასრულდა, თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა კი ფრედ - 1-1
barcamania.ge
No comments:
Post a Comment