Pages

Sunday, March 31, 2019

რეალი ერიქსენს 150 მილიონ ევროდ მიიღებს

მადრიდის „რეალმა“ ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემის“ წარმომადგენლებისგან კრისტიან ერიქსენის სატრანსფერო ფასი შეიტყო.
Mirror -ის ცნობით, ესპანელებს 27 წლის ნახევარმცველში 150 მილიონი ევროს (130 მილიონი ფუნტი) გადახდა მოუწევთ. სწორედ ამ ფასს ასახელებს „ტოტენჰემის“ მწვრთნელი დენიელ ლევი.  
კრისტიან ერიქსენის ხელშეკრულების ვადა „ტოტენჰემთან“ 2020 წელს სრულდება, ამიტომ  დენიელ ლევი ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. 
დენიელ ლევი ცდილობს „ტოტენჰემის“ ისტორიაში ყველაზე მეტი ფული იშოვოს. დასახელებული ტრანსფერის თანხა 10 ჯერ აღემატება იმ ფასს, რაც „ტოტენჰემმა“ ჰოლანდიურ „აიაქსს“ კრისტიან ერიქსენში გადაუხადა. 2013 წელს ფეხბურთელი ამსტერდამიდან ლონდონში 12,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადმოვიდა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment