16 წლის გორელი გოგონა, რომელიც 40 დღე კომაში იყო წუხელ გარდაიცვალა
16 წლის მოზარდი, რომელმაც 19 თებერვალს გორში თვითმკვლელობა სცადა, წუხელ გვიან ღამით, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგო კომატუზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, გორში, 16 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი დედამ საკუთარ ოთახში ხალათის ქამრით დაკიდებული იპოვა. ახალგაზრდა გოგო უმძიმეს მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად 16 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. dianews.ge
No comments:
Post a Comment