Pages

Saturday, March 2, 2019

2 მარტიდან ტაქსის მძღოლები ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლიან

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლიან. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რეგულაცია დღეიდან, 2 მარტიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება იმ მძღოლებზე ვრცელდება, რომლებიც ტაქსის ლიცენზიას ფლობენ და ამავდროულად რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან.
სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში, მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ტაქსის ლიცენზია უნდა წარადგინოს, 
ტაქსის მძღოლებს სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი შეუძლიათ.
1 მარტიდან ტაქსის მძღოლებზე ავტომობილის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერი გაიცემა. 
მისამართები, სადაც ტაქსის მძღოლები ვაუჩერების აღებას შეძლებენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე
თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები 2018 წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment