Pages

Sunday, March 17, 2019

ხვალ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „არმიჰოლში“ ხვალ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება18-29 მარტს „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
"სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.
სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას,"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.
სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი.
"სწავლებაში ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი)“,- ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
25 მარტს თბილისში ჩამოვა ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც
imedinews.ge

No comments:

Post a Comment