თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი ამერიკელი გიტარისტის პეტ მეთენის კონცერტით დაიხურა. 20 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მელომანებისთვის ცნობილი კომპოზიციები გაორკესტრებული ვერსიით შეასრულა.
მას აკონპანირებას თბილისის სიმფონიური ორკესტრი უწევდა, რომელსაც ვახტანგ კახიძემ უდირიჟორა. მუსიკოსი საქართველოში შეკრებილი მელომანების წინაშე საათნახევრის განმავლობაში უკრავდა.
თბილისის 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment