იანვრის თვეში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ გაყინვა დაადგინა. თუმცა, გარდაცვლილის უახლოესი მეგობრები დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ და შოთა სამხარაძის გარდაცვალების სხვა ვერსიებზე საუბრობენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
AMBEBI.GE-სთან საუბარში შოთა სამხარაძის მეგობარი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გარდაცვლილის მეგობარმა მირანდა ქურციკიძემ გვითხრა, რომ როდესაც გარდაცვლილი იპოვეს, მას ქურთუკი არ ეცვა, სახეზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა ხელი.
.
"თვითმკვლელობა გამორიცხულია, შოთას სიცოცხლე უყვარდა, თავისი ოჯახი და მეგობრები ყველაფერს ერჩივნა! სავარაუდოდ, ნასვამმა გზა ვეღარ გაიკვლია და გაიყინა... ან ვინმესთან კამათი მოუვიდა, მოკლეს და იქ დააგდეს. საკითხავია მისი ქურთუკი სად არის. სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა და ხელი ჰქონდა დაზიანებული. ეს ან წაქცევის შედეგია, ან ვინმეს ნახელავი... ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც არავინ ელოდა, ამიტომ არ გადასულან იმ მთის უკან, როცა სანათესაო ეძებდა" - უთხრა მირანდა ქურციკიძემ AMBEBI.GE-ს.
მისივე თქმით, შოთა სამხარაძეს დღეს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ლარში გადაასვენებენ.შოთას პატარა გოგონა დარჩა, რომელიც მამას ელოდა ამ ხნის განმავლობაში და სულ იმას ამბობდა, მამიკო როდის გამოჩნდებაო. მეუღლე და სამი წლის გოგონა დარჩა... ყველანი ცუდად ვართ, შოთასნაირი მეგობარი ყველასთვის სანატრელია", - გვითხრა მირანდა ქურციკიძემ.
ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით მან ეს ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
გარდაცვლილის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment