Pages

Saturday, March 30, 2019

5 წლის ბავშვის მშობელი ზუგდიდის საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

5 წლის ბავშვის მშობელი ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მშობლის ინფორმაციით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხევა არ არის და ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს თავად შეესწრო. მომხდარის შესახებ მან პოლიციას უკვე შეატყობინა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე დედაჩემი შეესწრო, მაგრამ მან აპატია. მე რომ ვნახე ჩემს შვილს ანჯღრევდა, ვერ მოვითმინე. ჩემსა და მასწავლებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა“, - ამბობს მშობელი.
როგორც ბაღის გამგემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბაღში არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ყველა კითხვას პასუხს პროკურატურა გასცემს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება შეტყობინების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისი 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
interpressnews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment