Pages

Monday, March 25, 2019

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული. ინიციატივა 402 მოქალაქის მიერ არის წარდგენილი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.
ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში მიიღებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ან/და მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არ უშვებს გამონაკლისს, უამრავი ბავშვის უფლებები იზღუდება,“-აღნიშნულია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ პირველკლასელის სასკოლო ასაკის შესაძლო გადახედვის საკითხი გასულ წელსაც წამოიჭრა. როგორც 2018 წლის სექტემბერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებდა, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე - პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.
თუმცა, ცვლილება არ განხორციელებულა და მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.
bpn.ge

No comments:

Post a Comment