ნიკარაგუის ხელისუფლება თანახმაა შემდეგი 90 დღის განმავლობაში ყველა დაკავებული ოპოზიციონერი გაათავისუფლოს, რათა ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხელისუფლება 700-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციებზე დააკავეს. შეტაკებების დროს ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ადამიანის უფლებათა ასოციაცია 448 ადამიანის დაღუპვაზე ავრცელებს ინფორმაციას.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა მიმდინარე კვირიდან დაიწყოს, რომლის მედიაციასაც წითელი ჯვარი განახორციელებს.
ნიკარაგუა ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. ამჟამად ქვეყანაში ფინანსური კრიზისია. ქვეყანას 73 წლის დანიელ ორტეგა მართავს, რომელიც 2016 წელს პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment