Pages

Friday, March 22, 2019

მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
"სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. ამ ეტაპზე, აღმოჩენის ადგილას შეჩერებულია სამუშაოები.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment