👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საჩხერის პირველმა საჯარო სკოლამ ლუკას ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:„ერთი პატარა ბიჭის ოცნებამ უცებ აღაფრთოვანა საქართველო. ახლა უფრო ახლოს მინდა გაიცნოთ ლუკა ტოროშელიძე. იგი აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. 9 წლის 21 სექტემბერს გახდა. დედას საგანგებოდ გაამზადებინა ტორტი ,,გენერალი” – ასეთი
მინდა მარიამი იქნება. მისი სოფელი საჩხერის რაიონში საზღვრისპირა პერევია, სადაც მუდმივად დგანან ხიდს აქეთ ქართველი მესაზღვრეები და ხიდს იქით – რუსები. ლუკას დედა ამბობს, რომ იგი ცდილობს გაიგოს როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, დედას ბოდიშს უხდის და სთხოვს, რომ არ ინერვიულოს, რადგან თვლის, რომ ის ქვეყანას სჭირდება და თავი უნდა გაწიროს.
უფალო, უმრავლე საქართველოს ასეთი სულის ვაჟკაცები. ნუ დააჭირვებ ქვეყანას ომს და ბრძოლას!
მშვიდობიან, ღვთისგან დალოცვილ საქართველოში გეცხოვროს, ლუკა!“
reitingi.ambebi.ge
No comments:
Post a Comment