ჰონგ-კონგის მთავრობა მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძულის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ოფიციალურად 20 მარტს გახდა ცნობილი. The Guardian-ის ცნობით, მთავრობა იმედოვნებს, რომ შესაბამის სამუშაოებს 2025 წლისთვის დაიწყებს. ხელოვნურ კუნძულზე გადასვლას კი მცხოვრებლები 2032 წლისთვის შეძლებენ.
ხელოვნური კუნძული - ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. ვარაუდობენ, რომ ფასი ოთხჯერ მეტი იქნება ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტის შენობასთან შედარებით, რომელიც ჰონგ კონგის ყველაზე დიდ კუნძულ ლანტაუზე 1998 წელს გაიხსნა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment