Pages

Wednesday, March 27, 2019

მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა

ხა­დას ხე­ო­ბა­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­სა და ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­რე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს მო­სა­მარ­თლემ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.
მო­სა­მარ­თლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში კო­ბა­უ­რის ოჯა­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლოდ გახ­და კო­ბა­უ­რის დედა, ასე­ვე ოჯა­ხის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც გო­ნე­ბა და­კარ­გა. ისი­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.
აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხა­დას ხე­ო­ბა­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა 25 მარტს, 4 სა­ა­თი­ა­ნი თათ­ბი­რის შემ­დეგ, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს. კო­ბა­უ­რი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა წარ­დგე­ნილ ყვე­ლა ბრალ­ში ერ­თხმად დამ­ნა­შა­ვედ სცნეს, მათ შო­რის, ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­შიც.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment