Pages

Friday, March 1, 2019

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

ვე­ნა­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, ანრი ლო­მი­ძე იტა­ლი­ა­ში იპო­ვეს. ლო­მი­ძეს, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა, 5 დღე ეძებ­დნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც AMBEBI.GE-ს ლო­მი­ძის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ის ფლო­რენ­ცი­ის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მას სა­ვა­რა­უ­დოდ ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.
ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გამო მი­იყ­ვა­ნეს. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უც­ნობ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­მი­ძე კონ­ტაქ­ტუ­რია, თუმ­ცა ჯერ კვლე­ვებს გა­დის და არ და­კი­თხუ­ლა.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანრი ლო­მი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას წინ უკ­რა­ი­ნელ სტუ­დენ­ტებ­თან უთან­ხმო­ე­ბა უძღო­და, რის გა­მოც ლო­მი­ძემ მათ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი და­ტო­ვა და ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.
AMBEBI.GE-ს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, ლო­მი­ძე ავ­სტრი­ი­დან დე­დას­თან წა­ვი­და, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია. თუმ­ცა, რად­გან მე­გობ­რებ­მა დე­და­მისს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი და­ი­კარ­გა, ქალი იტა­ლი­ი­დან ავ­სტრი­ა­ში ჩა­ვი­და შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის შემ­დეგ ანრი ლო­მი­ძე დე­დას ვე­ღარ და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რა მოხ­და შემ­დეგ, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.
ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს 5 დღე აწარ­მო­ებ­და ავ­სტრი­ის პო­ლი­ცია და ახლა საქ­მე­ზე ძი­ე­ბა და­ი­წყო იტა­ლი­ურ­მა მხა­რე­მაც.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment