Pages

Sunday, March 3, 2019

ანსამბლმა „რუსთავმა“ საიუბილეო ანთოლოგია გამოსცა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო ანთოლოგია “რუსთავი 50 - 400 ქართული ხალხური სიმღერა“ გამოიცა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ანთოლოგიის შედგენაზე ანზორ ერქომაიშვილმა, მიხეილ კილოსანიძემ, ვახტანგ როდონაიამ, თამარ გელოვანმა და ქეთევან გოგავამ იმუშავეს.
წიგნი ქართულ-ინგლისურ ენებზეა შედგენილი. გამოცემაში აღწერილია ანსამბლის ისტორია, აგრეთვე, თავმოყრილია 50 წლის განმავლობაში უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები. მკითხველი საქართველოსა და უცხოეთის არქივებში დაცულ მასალებს და ფოტო არქივსაც გაეცნობა.
ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას.
დღიდან დაარსებისა, ანსამბლს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით
imedinews.ge

No comments:

Post a Comment