Pages

Wednesday, March 27, 2019

პატარა აივანი გაქვთ? - ჩვენ გასწავლით, როგორ გადააქციოთ ის ნამდვილ სამოთხედ

თქვენი ბინის აივანი მცირე ფართობისაა? - არ იდარდოთ. ის შეიძლება ისე ლამაზად მოაწყოთ, რომ ნამდვილ პატარა სამოთხეს დაემსგავსოს. ჩვენ გთავაზობთ მცირე ზომის აივნების დიზაინის 15 ვარიანტს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენს სახლში კუთხე, სადაც დილაობით ყავის სმა და საღამოობით ვარსკვლავების ცქერა საოცარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.მთავარი-ხედიააივნის ფართობს მართლაც არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, თუკი საშუალება გექნებათ დატკბეთ მთების სილამაზით, ისაუზმოთ ეიფელის კოშკის ფონზე ან საღამოობით ვარსკვლავების ციმციმში უმზიროთ მეგაპოლისის კაშკაშა სინათლეებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



ცოცხალი ყვავილები-აივნის გალამაზების მთავარი ატრიბუტი

ძალიან პატარა აივანიც კი შეიძლება კოხტად მოვაწყოთ ცოცხალი ყვავილების და მცენარეების წყალობით. სულ პატარა მაგიდაც და დილაობით ყავის მირთმევა სასიამოვნო იქნება ასეთ გარემოში.
.


წითელი ფერი- ეფექტურობის გარანტი
ეიფელის კოშკიც რომ არ იყოს და ამ აივნიდან საბურთალოს ან თბილისის სხვა რომელიმე უბნის ხედი იშლებოდეს, აივნის გაფორმება მაინც მიიქცევდა კომფორტის და სილამაზის მოყვარული ადამიანების ყურადღებას. აქ დიზაინში ყურადღება წითელ ფერზეა გამახვილებული, რაც გასაოცარ ეფექტს იძლევა.


გაზაფხული დადგაგაზაფხული დადგა....ზუსტად ის დროა, რომ აქტიურად დაიწყოთ ზრუნვა თქვენი აივნის გასალამაზებლად. სწორად შერჩეული სეზონური მცენარეები გულს გაგიხარებთ და აივანზე საოცარ სურნელს დაატრიალებს.


მინი-სათბური აივანზე

თუ ფართობი საშუალებას გაძლევთ, მოაწყვეთ აივანზე მინი-სათბური. მართალია, პამიდორს და კიტრს აქ ვერ მოიყვანთ, მაგრამ მწვანე ხახვის ან სურნელოვანი რეჰანის გახარებას ძალიან იოლად შეძლებთ.

სანთლები-რომანტიკის გარანტი

გირლიანდების ან სანთლების შუქი საღამოობით თქვენს აივანს განუმეორებელ ხიბლს და რომანტიკას შესძენს და მას ეგზოტიკურ ადგილად გადააქცევს.

აივნის გასანათებლად ორიგინალური ფანრებიც შეიძლება გამოიყენოთ
ეს იქნება ძალიან მარტივი გაფორმება, მაგრამ ლამაზი. სულაც არაა აუცილებელი ძვირიანი მასალები იყიდოთ. უბრალო და იაფფასიანი ნათურებიც საკმარისი იქნება შინაური ატმოსფეროს შესაქმნელად.

კაშკაშა ფერები თქვენს სამსახურში
თუ აივნის გასაფორმებლად კაშკაშა ფერებს გამოვიყენებთ, რომლებიც საძინებლისა და სამზარეულოსთვის ზედმეტად ინტენსიურია, აივანი შორი მანძილიდანაც იოლად შესამჩნევი გახდება, ხოლო სადღესასწაულო განწყობა წვიმიან ამინდშიც არ მიგატოვებთ.

ხალიჩები და ბალიშები თქვენი კომფორტისათვის
ხალიჩებს და ბალიშებს თითქმის არასოდეს იყენებენ აივნის დეკორაციისათვის, მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ტრადიციას დაარღვევთ და აივანს ლამაზი ხალიჩით გააფორმებთ?

ფირუზისფერი-წლის ფავორიტი
ფირუზისფერი-ამ წლის ფავორიტი ფერია. ამ ფერში გადაწყვეტილი სკამები და პაწაწინა მაგიდა შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით.

განმარტოების ადგილი
ხმაურიან ქალაქში თქვენი აივანი შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც საკუთარ თავთან განმარტოებას შეძლებთ. ეს იქნება გამორჩეულად თქვენი სივრცე, დაფარული უცხო თვალისაგან, სადაც მშვიდად წაიკითხავთ წიგნს ან იოცნებებთ.

წიგნების თარო აივანზე
დამიჯერეთ, სადაც არ უნდა განათავსოთ წიგნების თარო, ის ყველგან სიმშვიდის და მყუდროების შეგრძნებას ქმნის.

საწოლი აივანზე
გენიალური გადაწყვეტილებაა: მთელი აივანი გადავაქციოთ პატარა საწოლ ოთახად. რელაქსაცია გარანტირებულია.

p.s. სტატია დავასრულე და მეზობლების აივნებს გადავხედე. ვიხილე ნაცნობი სურათი... ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ბინის ინტერიერი გაწკრიალებული და გარემონტებული, მუდამ სუფთა და მოვლილი უნდა გვქონდეს, ხოლო აივანს კი თითქმის არასოდეს არ ვაქცევთ ყურადღებას. თბილისური აივნების უმეტესი ნაწილი (აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ძველებური "ხრუშჩოვკა'' იქნება ეს თუ ახლადაშენებული თანამედროვე ბინა) ძველი ნივთების და უსარგებლო ავეჯის, ათასნაირი ხარახურის და დაჟანგული კარადების ბუდედ არის ქცეული. არადა მართლა რა იოლია გავალამაზოთ და გავაკოხტაოთ ისინი. ამით ხომ საკუთარ თავსაც დიდ სიამოვნებას მივანიჭებთ, მეზობლებისა და გამვლელების გულსაც გავახარებთ და აღარც ტურისტებისა და ჩამოსული სტუმრების დასაცინი გავხდებით.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment