თბილისში კოსტავას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 250 კვ/მ ფართობი. საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილ ხანძარზე დროული რეაგირების გამო ცეცხლი გვერდით მდებარე შენობა-ნაგებობებზე არ გავრცელებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment