მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების სიაში "ლუვრი" ლიდერობს. ინფორმაციას Art Newspaper-ი ავრცელებს. შარშან პარიზის სახელგანთქმულ მუზეუმს ათ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა.
გამოცემის აზრით, "ლუვრის" პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად, მუზეუმში ჯეი-ზის და ბიონსეს კლიპის გადაღებაც სახელდება. სიის მეორე ადგილს ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი, მესამეს კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი იკავებს.
ხუთეულში ვატიკანის მუზეუმი და ლონდონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეა "ტეიტიც" მოხვდნენ. ათეულში ლონდონის ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონის ნაციონალური გალერეა, ერმიტაჟი და ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმიც არიან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment