Pages

Saturday, March 23, 2019

დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს

უკვე 6 წე­ლია, გა­მორ­ჩე­ულ სამ­კა­უ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის. თუ მა­ნამ­დე ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ სა­ო­ცა­რი სამ­კა­უ­ლე­ბის ავ­ტო­რი იქ­ნე­ბო­და, ახლა ამ საქ­მი­ა­ნო­ბის გა­რე­შე აღარ შე­უძ­ლია ყოფ­ნა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვილს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჰქონ­და გო­გე­ნის თე­მა­ზე ბა­ტი­კა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია, სა­ი­და­ნაც 7 კოს­ტი­უ­მი დიპ­ლო­მის დაც­ვის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩვე­ნე­ბებ­ში. 2 წელი მო­დის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და. შემ­დეგ ამ სფე­როს ჩა­მო­შორ­და, რად­გან მიხ­ვდა, მისი არ იყო და თე­ატ­რში გა­და­ი­ნაც­ვლა - ლე­ვან წუ­ლა­ძის მიწ­ვე­ვით, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი გახ­და.
ვმუ­შა­ობ­დი სო­ხუ­მის თე­ატ­რშიც, იმ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა იქ­ვას, თავი ვი­პო­ვე, რად­გან თე­ატ­რი სხვა ფან­ტა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მერე კი­ნო­შიც ვი­მუ­შა­ვე, იქაც კოს­ტი­უ­მე­ბის და დამ­დგმელ მხატ­ვრად. კაფე „თან წა­ი­ღე“ მქონ­და, სა­დაც სულ მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო, ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი.
„თან წა­ი­ღე“ იმი­ტომ ერ­ქვა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თის ყიდ­ვა და თან წა­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აღარ მქონ­და და ჩემი შვი­ლე­ბის ძი­ძამ მი­ბიძ­გა, იუ­ვე­ლი­რო­ბა შე­მეს­წავ­ლა", - გვიყ­ვე­ბა მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ერთ დღე­საც სა­ი­უ­ვე­ლი­რო სა­ლონ­ში მი­ვი­და.
„საქ­მეს რომ შევ­ხე­დე, ვი­ფიქ­რე, ვე­რას­დროს ვის­წავ­ლი­დი და იქი­დან ცუდ ხა­სი­ათ­ზე წა­მო­ვე­დი, თუმ­ცა 10 დღე მა­ინც ვი­ა­რე. მერე მი­თხრეს - ახლა თვი­თონ გა­ა­კე­თეო. ჯვრე­ბის კე­თე­ბით და­ვი­წყე, გა­მო­მი­ვი­და. მი­თხრეს, ვერ და­ვი­ჯე­რებთ, თუ ეს მხო­ლოდ ახ­ლან­დე­ლი ნას­წავ­ლია და აქამ­დე სხვა­გან არ და­დი­ო­დიო. არას­დროს მქო­ნია შე­ხე­ბა-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ცოტა ხანს ჯვრე­ბი და რგო­ლე­ბი ვა­კე­თე.
მერე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მბეზ­რდე­ბო­და, ერ­თფე­როვ­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია და ჩემი წარ­მოდ­გე­ნით. იმ სამ­კა­უ­ლე­ბის ეს­კი­ზე­ბი დავ­ხა­ტე, რო­მელ­საც ახლა ვა­კე­თებ და სა­ლონ­ში მი­ვუ­ტა­ნე. შოკ­ში იყ­ვნენ, ეს გინ­და გა­ა­კე­თოო? რე­ა­ლუ­რად იმის­თვის მი­ვე­დი, რომ მინ­დო­და, მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მომ­წონ­და.
სა­უ­ბა­რია იმ სა­ი­უ­ვე­ლი­რო სა­ლო­ნის ოს­ტა­ტებ­ზე, სა­დაც ათამ­დე სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს და ბრწყინ­ვა­ლედ აკე­თე­ბენ საქ­მეს. ერ­თა­დერ­თი მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მათ შო­რის მე ვარ. მოკ­ლედ, თავ­ზე მედგნენ, მას­წავ­ლიდ­ნენ და პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო ჩიტი, რო­მე­ლიც ახ­ლაც მაქვს და მას არას­დროს გავ­ყი­დი“, - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ნა
ხე­ლო­ვანს ასე­თი თვი­სე­ბა აქვს: სამ­კა­ულს რომ და­ამ­ზა­დებს და რაც უნდა იყოს: სა­ყუ­რე, სა­მა­ჯუ­რი, ბე­ჭე­დი, ყელ­სა­ბა­მი, ბრო­ში, ქა­მა­რი თუ ბალ­თა - ერთი დღე მა­ინც უნდა ეკე­თოს, ვერ ელე­ვა, შვი­ლე­ბი­ვით უყ­ვარს...
უმე­ტე­სად ქა­ლის სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დებს, მა­მა­კა­ცის მხო­ლოდ ერთი აქვს შექ­მნი­ლი - ბე­ჭე­დი და ისიც მე­უღ­ლის­თვის, მსა­ხი­ობ დუტა სხირტლა­ძის­თვის, რო­მელ­საც ბე­ჭე­დი ძა­ლი­ან მოს­წონს და თი­თი­დან არ იხ­სნის - "სულ უკე­თია დუ­ტას, რაც გა­ვუ­კე­თე და ვუ­თხა­რი, დაგ­ნიშ­ნე-მეთ­ქი" - ხუმ­რობს მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას 500-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შექ­მნი­ლი. მათი ფასი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ვერ იქ­ნე­ბა მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. თუმ­ცა ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ჰყავს, რომ­ლე­ბიც ამ სამ­კა­უ­ლებს ყო­ველ­დღე ირ­გე­ბენ და ნე­ბის­მი­ერ სა­მოს­ზე იხ­დე­ნენ.
- რა სტი­ლია ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი?
- არ ვიცი, ჩემი ფან­ტა­ზი­ით იქ­მნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი იუ­ვე­ლი­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ამ სფე­რო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეო. ადა­მი­ა­ნებს, კლი­ენ­ტებს, თა­ვი­დან ცოტა შოკი ჰქონ­დათ, ყვე­ლას ხომ არ შე­უძ­ლია, ამ­ხე­ლა სამ­კა­უ­ლის ტა­რე­ბა, მე თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და და ძა­ლი­ან მომ­წონ­და... ისე, წელს დიდი, მა­სი­უ­რი სამ­კა­უ­ლე­ბია მო­და­ში და ნელ-ნელა ხალ­ხი გა­და­დის დიდი ზო­მის სამ­კა­ულ­ზე.
თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერს მა­სე­ბის­თვის არ ვა­კე­თებ, მარ­თლაც თითო-თი­თოა, ექ­სკლუ­ზი­უ­რი. ამ სამ­კა­უ­ლე­ბის ტა­რე­ბას რა­ღაც სხვა რამ სჭირ­დე­ბა - გამ­ბე­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, ეს რომ გა­ი­კე­თო... მა­სა­ლა ძვი­რი ღირს, მერე შეს­რუ­ლე­ბა, და­ხარ­ჯუ­ლი დრო, ენერ­გია, ხე­ლო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა - ისე­დაც მი­ნი­მა­ლურ ფა­სებ­ში ვუ­კე­თებ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.
რაც შე­ე­ხე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს - ძვირ­ფას ქვებს ვყი­დუ­ლობ, მას ფორ­მას არ ვუც­ვლი და ვცდი­ლობ, მათ მო­ვარ­გო და მათ­ზე ავე­წყო. კარ­კა­სი არის ვერ­ცხლი, თუმ­ცა ოქ­რო­ზეც ვმუ­შა­ობ. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა. აზარ­ტუ­ლი­ცაა, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა, რა გა­მო­ვა. როცა ვმუ­შა­ობ, თან სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, არ და­მე­შა­ლოს. გახ­სნი­ლი ცე­ცხლია და რამე არას­წო­რად არ გა­ვა­კე­თო, ან არ და­მეწ­ვას. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მავ­ნეა, ბევრ მჟა­ვას­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, გაზ­თან, მარ­თლა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და ნიღ­ბის გა­რე­შე ვმუ­შა­ობ, ზი­ანს ვა­ყე­ნებ თვა­ლებს, ფილ­ტვებს.
თითო ნივთს ერთი კვი­რა მა­ინც სჭირ­დე­ბა, სულ კი ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი დი­დად მსი­ა­მოვ­ნებს - კე­თე­ბა ად­რე­ნა­ლი­ნია.
- რა როლი აქვს დუ­ტას ამ საქ­მე­ში?
- თა­ვი­დან ჩემს ახალ საქ­მეს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და. მერე პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რგო­ლი რო­გორც გი­თხა­რით, რომ მო­ვი­ტა­ნე და მას ვა­ჩუ­ქე, „დაგ­ნიშ­ნე-მეთ­ქი“, გა­გიჟ­და. მერე და მერე საქ­მე­ში რომ გა­ვაქ­ტი­ურ­დი, სულ გა­და­ი­რია, მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე, რამ­დენ­ჯერ­მე ჩემი კუ­რი­ე­რიც იყო. სკუ­ტე­რით და ჩა­ფხუ­ტით კლი­ენ­ტთან წა­სუ­ლა და ხალ­ხი და­უბ­ნე­ვია. მუ­შა­ო­ბა­შიც რა­ღაც დო­ზით მომ­ხმა­რე­ბია, სა­ერ­თოდ, ხეზე ჭრა და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ეხერ­ხე­ბა და საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღია. ისე, მა­საც უნ­დო­და, სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მი­ა­ნო­ბის სწავ­ლა, მაგ­რამ ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხა, თუ შეძ­ლებს, მხო­ლოდ მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი. მე­ტად და­მეხ­მა­რე­ბა...
დე­და­ჩემს ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი ხელი, ბევრ კარგ რა­ღა­ცას აკე­თებ­და, მათ შო­რის, სა­ო­ცარ ჩარ­ჩო­ებს. ეტყო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­გან მომ­ყვე­ბა.
ჩემი სურ­ვი­ლია, ეს საქ­მე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­ვი­დეს. ცოტა ხნის წინ შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვე­ნე­ცი­ა­ში გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩვე­ნი მხატ­ვრე­ბის ერ­თთვი­ა­ნი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა კეთ­დე­ბა, ნატო დუმ­ბა­ძე აკე­თებს. შარ­შან ვე­ნა­შიც მქონ­და გა­მო­ფე­ნა.
შე­იძ­ლე­ბა მომ­ბერზდეს და ხვალ სხვა რამ და­ვი­წყო, მაგ­რამ დღეს ამის კე­თე­ბა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ბევ­რი რა­მის მო­ფიქ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, ფან­ტა­ზი­ამ არ გი­ღა­ლა­ტოს. ამ საქ­მე­ში ფე­რიც გა­დამ­წყვე­ტია, მაგ­რამ ყვე­ლა ფერს არ ვი­ყე­ნებ. უფრო „მსუ­ყე“ ფე­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი ვარ.
შვი­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ ყვე­ლაფ­რით?
- ორი­ვე ფან­ტას­ტი­კუ­რად ძერ­წავს. ლუკა ერთი წლი­დან სა­ოც­რე­ბებს აკე­თებს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა უნდა. მე კი მგო­ნია, კი­ნოს კარ­გი მხატ­ვა­რი იქ­ნე­ბა, აქ რომ იყოს მულ­ტიპ­ლი­კა­ცია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უმაგ­რეს რა­ღა­ცებს შექ­მნი­და.
ნინი პა­რიზ­ში, სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და რე­ჟი­სუ­რის გან­ხრით სწავ­ლობს. რე­ჟი­სო­რო­ბა უნდა, ოღონდ, კი­ნოც რომ თვი­თონ გა­და­ი­ღოს, მხატ­ვა­რიც თვი­თონ იყოს და მუ­სი­კაც თვი­თონ და­წე­როს. ვნა­ხოთ, მთა­ვა­რია, ყვე­ლამ ვი­პო­ვოთ და ვა­კე­თოთ ის საქ­მე, რაც გვიყ­ვარს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment