Pages

Tuesday, March 19, 2019

პეკინზე ლომბარდს თავს დაესხნენ

თბილისში პეკინის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ ლომბარდს თავს დაესხნენ. როგორც imedinews-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, იყო ყაჩაღობის მცდელობა, თუმცა წაღებული არაფერია. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული არავინაა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
"გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის  ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment