პირებმა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი აღარ გადაიხადონ. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საკანონმდებლო წინადადების ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელია. კანონპროექტით, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს, ქონების გადასახადისგან განთავისუფლებული ოჯახის შემოსავლის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე აიწევა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება ემსახურება იმ ადამიანებისთვის ყოფის შემსუბუქებას, რომელთაც ცხოვრება გაუძვირდათ და ამავე დროს უწევდათ ქონების გადასახადის გადახდა, რადგან მათი შემოსავალი უცვლელი დარჩა ან მცირედით გაიზარდა და წელიწადში 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს.
.
კანონპროექტის მიღების შედეგად ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენს 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს, აღარ დაიბეგრებიან ქონების გადასახადით. ის ზღვარი (40 ათასი ლარი), რომელიც არსებობდა გაიზრდება 60 ათას ლარამდე. ეს საშუალებას მისცემს ათასობით ადამიანს შეუმცირდეთ სამთავრობო ბეგარა და ამით დააბალანსონ ის ზარალი, რასაც ნახულობენ გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებით და მაღალი ინფლაციით.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment