გლობალური დათბობა თუ არ შეჩერდა მომდევნო ათწლეულებში და დედამიწაზე არსებული ყინულოვანი საფარით დაფარულ ყველა ტერიტორიაზე დადნა ყინული, მაშინ ოკეანის დონის ზრდა განგრძობადი და შეუჩერებელი პროცესი იქნება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ზღვის დონე ძალიან აიწევს და დაფარავს იმ ტერიტორიებს, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრზე, ან რამდენიმე ათეულ მეტრზე მდებარეობს. ფაქტობრივად მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე მინიმუმ 90 სანტიმეტრით
აიწევს, ეს უკვე შეუჩერებელი პროცესია. მთავარი ისაა, რომ როგორმე მსოფლიომ მოახერხოს და უფრო დიდი ზიანი რომ აღარ იქნას გამოწვეული, როგორმე ერთობლივი ძალებით, ზესახელმწიფოთა თანამშრომლობით შევაჩეროთ გლობალური დათბობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოვახერხეთ და გლობალური დათბობა შეჩერდა, ზღვის დონე მაინც აიწევს მომავალ ათწლეულებში 90 სმ-მდე.
.
ეს საკმაირისი იქნება იმისთვის, რომ წყლით დაიფაროს დიდი ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩეს და დიდი მიგრაციების ახალი ტალღა იქნას აგორებული, ამჯერად უკვე ეკომიგრანტების. ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ხოლო თუ მსოფლიოს დიდი ოცეულის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ რომ გაატარონ შესაბამისი რეფორმები და გლობალური დათბობა ბოლომდე გამწვავდა სათბურის ეფექტის გამო, მაშინ შესაძლოა დადნეს არა მხოლოდ მყინვარები, არამედ გრენლანდიის ყინული და ანტარქტიდის ყინულიც. თუ პოლუსების ყინული მთლიანად დადნება, ოკეანის დონე გამაოგნებლად აიწევს - 65.8 მეტრით. Busieness Insider -მა გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელიც გვიჩვენებს თუ რომელი ტერიტორიები დაიტბორება თუკი დედამიწაზე მთელი ყინულოვანი საფარი დადნება:
No comments:
Post a Comment