ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს, და-ძმას მატარებელი დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გზად ისინი ლიანდაგზე უნდა გადასულიყვნენ, როდესაც ქუთაისი-წყალტუბოს რეისის მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა 19 მარტს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment