👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
წარმართულ იბერიასა და კოლხეთში მითრას რწმენის არსებობის შესახებ პირველად ნიკო მარმა აღნიშნა და მან ზადენი მითრად მიიჩნია. ნიკო მარი ამბობს:🙏 საქართველოს საპატრიარქო.
ზადენი უეჭველად ავესტას იაზატას ან სპარსულ იაზდანს წარმოადგენს, რომელიც კეთილ გენიას ნიშნავს, განსაკუთრებით მითრას და შემდეგ კეთილ ღვთაებასო. ამასთანავე ის ამბობს, რომ ქართულ მატეანეში არმაზის შემდეგ, მეორე ადგილას ზადენ-მითრას კულტი იყო.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ასევე მაზდეანურ რწმენაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებაა. მითრა თავის ჰიმნებში მოხსენიებულია, როგორც კეთილი ღვთაებაზადენს არმაზთან ერთად თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ, მეოთხე საუკუნეში, კავკასიის იბერიაში გაუქმდა ზადენის კულტი. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც, კერძოდ მესხეთში.
საინტერესოა ისიც, რომ ტოპონიმი ზედაზენი არის წარმომდგარი ორი სიტყვის შეერთებით - ზედა ზადენი. ზოგიეთი მკვლევარი ზადენს ასევე უკავშირებს ლუვიურ სანტასს ან ჰიტიტურ სანდონს.
ნიკო მარის და ზემოთ მოყვანილი ამ ორი ვარიანტისგან განსხვავებით, სხვა ვერსიით უხვი მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება ზადენი შესაძლებელია ყოფილიყო მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღვთაების, იუპიტერის მამის, რომაული სატურნის (ბერძნული მითოლოგიის კრონოსის) იბერო-კავკასიური ნაირსახეობა. ამ ორი ღვთაების ერთმანეთთან გაიგივებას არც მათი სახელწოდებების ფონეტიკური მონაცემები უნდა უშლიდეს ხელს.
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ზადენი ანუ ზადნენ - აპოლონია: "მეფემამ ფარნაჯომ აღაშენა ციხე ზადენისა და აღმართა კერპი ზადენად წოდებული. ესე არს წვიმისა და ნაყოფთა აღმომცენებელი. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზემოთ დასახელებული არცერთი ვერსია არ შეესაბამებოდეს სიმართლეს და ზადენის კულტი საიდანმე კი არ შემოსულიყო. არამედ წარმოშობილიყო ადგილობრივად.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართული ღმერთის - ზადენის სახელი უწოდეს მეცნიერებმა ჯუჯა პლანეტის ცერესის სამხრეთ ჰემისფეროში მდებარე კრატერს'
intermedia.ge
No comments:
Post a Comment