Pages

Thursday, March 28, 2019

თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას" - ფსიქოლოგი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე დეპუტატებს მიმართავს

პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი სკო­ლებ­ში სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის შე­სა­ხებ სოფო კი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ მშობ­ლის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჩი­ტაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:
„დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყვი­ტე მა­ინც დავ­წე­რო კო­მენ­ტა­რი ამ აბ­სურ­დზე, რო­მე­ლიც რად­გან ჩა­ი­წე­რა კა­ნონპ­რო­ექ­ტში ეტყო­ბა სულ რი­ხინ-რი­ხი­ნით გა­ივ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნებს და ფსევ­დო-პუ­რი­ტა­ნუ­ლი მო­რა­ლით თავ­სა­ფარ­ში გა­მოხ­ვე­ულ თვალ­დახ­რილ ქა­ლებ­სა და სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბით აღვსი­ლი კა­ცე­ბის მო­რიგ ქარ­ტი­ად იქ­ცე­ვა.
ცოდ­ნა ანუ სწავ­ლა, გა­გე­ბა, ახ­ლის შე­მეც­ნე­ბა - კოგ­ნი­ტუ­რი ანუ სა­აზ­როვ­ნო პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ბმა­ში არ არის სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან და ქცე­ვა­ში გა­მოვ­ლი­ნე­ბას­თან.
კი­თხვა მე სა­ი­დან მო­ვე­დი - სამი წლის ასაკ­ში - ნიშ­ნავს, კი­თხვას - ამ სამ­ყა­როს მე ვუყ­ვარ­ვარ თუ არა, რად­გან მე პა­ტა­რა გუ­ლი­ვე­რი ვარ გო­ლი­ა­თე­ბის სამ­ყა­რო­ში და ვშფო­თავ, ქვე­მო­დან გი­ყუ­რებთ და ვკი­თხუ­ლობ, რამე ხომ არ მო­მი­ვა? აქ სა­ი­დან გავჩნდი? მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს რა კონ­კრე­ტუ­ლი ქცე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორმა ადა­მი­ან­მა ჩემი ჩა­სახ­ვი­სათ­ვის. მე მათ სრუ­ლი­ად სხვა რა­მეს ვე­კი­თხე­ბი, მე ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა მა­წუ­ხებს აქ უსაფრ­თხოდ ვარ თუ არა? რა­ტომ არ ვარ თქვე­ნის­თა­ნა დიდი? რა­ტომ დამ­ყუ­რებთ ზე­მო­დან? პა­სუ­ხი ჩემს კი­თხვა­ზე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - შენ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გად გაჩ­ნდი და შენ ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი ხარ!!! და მე, პა­ტა­რა გუ­ლი­ვე­რი, მშვი­დად ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას.
7-8 წლის ასაკ­ში მე ისევ დავ­სვამ ამ შე­კი­თხვას, უკვე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, შე­მეც­ნე­ბის სურ­ვი­ლის გამო - ადა­მი­ა­ნი რო­გორ ჩნდე­ბა - და რად­გან სკო­ლა­ში უკვე მას­წავ­ლი­ან ბუ­ნე­ბას, რა­ღა­ცას ვხვდე­ბი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერა და გე­კი­თხე­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­გე­ბის­თვის - რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით მრავ­ლდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ასეთ დროს პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის სამ­ყა­რო, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ჩვენ ვართ და ვე­კუთ­ვნით ხერ­ხემ­ლი­ა­ნებს (შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი ზურ­გიც კი უჩ­ვე­ნოთ და ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბი და­ათ­ვლე­ვი­ნოთ) მრავ­ლდე­ბა ორი სქე­სის, მდედ­რო­ბი­თი და მამ­რო­ბი­თი, შე­უღ­ლე­ბით.
მდედ­რო­ბი­თი სქე­სი ატა­რებს კვერ­ცხუ­ჯრედს, მამ­რო­ბი­თი სპერ­მა­ტო­ზო­იდს, ცალ-ცალ­კე ისი­ნი ვერ წარ­მო­შო­ბენ თა­ვის მსგავსს, ამი­სათ­ვის სპეტ­მა­ტო­ზო­იდ­მა უნდა შე­აღ­წი­ოს კვერ­ცხუ­ჯრედ­ში, გა­ა­ნა­ყო­ფი­ე­როს ის და მერე იწყე­ბა უკვე ჩა­ნა­სა­ხის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბი­სათ­ვის გან­სხვა­ვე­ბულ დროს იკა­ვებს. პირ­ვე­ლად ვი­თარ­დე­ბა... და აღარ დავ­წერ რა და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა, ამას წა­ი­კი­თხავს ვი­საც აინ­ტე­რე­სებს და მო­უყ­ვე­ბა შვი­ლებს. მე გა­ვი­გებ, რო­გორ ჩნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და შემ­ცე­ნე­ბით ინ­ტე­რესს და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ.
მე არა­ფერს არ შე­გე­კი­თხე­ბით, რო­დე­საც 14-16 წლი­სას შე­მიყ­ვარ­დე­ბა ვინ­მე, ჩემი ორ­გა­ნიზ­მი იფეთ­ქებს და მე აღ­მო­ვა­ჩენ, რომ ან ქალი ვარ, და ან კაცი და მი­ზი­დავს მე­ო­რე და ის, რაც მი­თხა­რით 7-8 წლის ასაკ­ში (რო­გორ ვმრავ­ლდე­ბით) თურ­მე რა ქცე­ვის­კენ მი­ბიძ­გებს და ის, რაც მი­თხა­რით 3-4 წლის ასაკ­ში, რომ გიყ­ვარ­ვართ ორს, თურ­მე რას ნიშ­ნავს. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი აზრი სიყ­ვა­რუ­ლის რი­ტუ­ა­ლი რო­გორ უნდა შე­ვას­რუ­ლო, ამას მე თვი­თონ­ვე მოვ­ძებ­ნი ინ­ტერ­ნე­ტით და წა­ვი­კი­თხავ, რომ ამის შე­სა­ხებ 40 სა­უ­კუ­ნის წი­ნაც ზუს­ტად ისე­ვე და იმ­დე­ნი იცოდ­ნენ, რო­გორც ჩვენ ვი­ცით დღეს. სიყ­ვა­რუ­ლის ქცე­ვის მე­ქა­ნი­კა თურ­მე რო­გო­რი ძვე­ლი და ახა­ლი ყო­ფი­ლა ერ­თდრო­უ­ლად.
თუ თქვენ 3-4 ან 7-8 წლის ასაკ­ში მო­მიყ­ვე­ბით ქა­ლი­სა და კა­ცის სქე­სობ­რი­ვი ქცე­ვის შე­სა­ხებ მე ვე­რა­ფერს ვერ გა­ვი­გებ, ვერ მი­ვი­ღებ პა­სუხს ჩემს კი­თხვებ­ზე და თქვენ­სა­ვით გა­ვუ­ცხოვ­დე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა­გან და მე­გო­ნე­ბა, რომ სექ­სი სირ­ცხვი­ლია, ცუ­დია და და­სა­მა­ლი. მერე რო­დე­საც მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი და­მიდ­გე­ბა - ხმას ვერ ამო­ვი­ღებ, ან თავ­და­ყი­რა გა­და­ვეშ­ვე­ბი რო­მე­ლი­მე მარ­გი­ნა­ლურ ჯგუფ­ში, რად­გან არ მე­ცო­დი­ნე­ბა რა ხდე­ბა ჩემ თავს.
და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლი იქ­ნე­ბა, რომ თქვენ უფ­რო­სებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ეთ რა­მის ცოდ­ნა, რო­გორც შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სი, და კონ­კრე­ტუ­ლი ქცე­ვა, რო­გორც სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა.
ამ კა­ნო­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აკა­ნო­ნებს უცო­დინ­რო­ბას იმის ში­შით, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და სირ­ცხვი­ლია მათი აზ­რით და ასე­ვე ხელს უწყობს ავ­ტო­რი­ტე­ტის მი­მართ (მშობ­ლის ნე­ბარ­თვა და თხოვ­ნა) მორ­ჩი­ლე­ბას და აფერ­ხებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცი­ის გზა­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და ემო­ცი­უ­რი ზრდას­რუ­ლო­ბის მიღ­წე­ვას.
ყო­ჩაღ! ზუს­ტად გა­ი­ზი­ა­რეთ და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა - ერთი მა­გა­ლი­თი მა­ინც მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი არ­გუ­მენ­ტი­სათ­ვის. სად ნა­ხეთ იგი­ვე? მშობ­ლის მიერ უა­რის თქმა რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, მი­ღე­ბუ­ლია რიგ ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ნე­ბარ­თვა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­რონ, ეს თქვე­ნი მო­გო­ნი­ლია. სხვა­ო­ბა­საც ვერ ხე­დავთ ამ ორ მიდ­გო­მას შო­რის და სა­ყო­ველ­თაო პრაქ­ტი­კა გგო­ნი­ათ.
ისიც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ინ­ტერ­ნე­ტი არ­სე­ბობს, თქვე­ნი აკ­რძალ­ვე­ბი არა­ფერს არ გა­ა­კე­თებს და თავი და­ა­ნე­ბეთ სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის რე­ა­ლო­ბად გა­სა­ღე­ბას.
არ გა­მო­მა­პა­როთ რო­დის აკ­რძა­ლავთ გარ­კვე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბებს ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის ჩათ­ვლით - ადა­მი­ა­ნის ღვთი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მო­ტი­ვით - რომ სა­კუ­თა­რი მოკ­ვდა­ო­ბის და წარ­მავ­ლო­ბის შიშს გა­უმკლავ­დეთ.
ვინა ხართ? სა­ი­დან მოხ­ვე­დით? სად ის­წავ­ლეთ? რა ის­წავ­ლეთ? ვინ გი­თხრათ, რომ ადა­მი­ა­ნის ბედი თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ანა­ბა­რაა!!!
დღეს შე­ვე­ცა­დე ჩემი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ამეხ­სნა, რას ნიშ­ნავს პრო­ექ­ცია ამ მა­გა­ლით­ზე. მად­ლო­ბა ასე­თი კარ­გი ქე­ი­სი­სათ­ვის. მშვე­ნივ­რად გა­ი­გეს და და­ი­მახ­სოვ­რეს. ისიც ავუხ­სე­ნი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად იდეა, აზრი არას­დროს კვდე­ბა და მა­გა­ლი­თად: ქრის­ტი­ა­ნო­ბა დგას სამ იდე­ა­ზე - სიყ­ვა­რულ­ზე, თა­ნას­წო­რო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.
ის რუს­თა­ვე­ლი მა­ინც წა­ი­კი­თხეთ, ყვე­ლა­ფერს რომ მისი სა­ხე­ლი და­არ­ქვით, რომ თქვენ­გან სა­სა­ცი­ლოდ აგ­დე­ბუ­ლი ღმერ­თი არ გა­წი­რავს ადა­მი­ანს - „მაგ­რამ ღმერ­თი არ გას­წი­რავს, კაც­სა შენ­გან გა­ნა­წირ­სა", - წერს ჩი­ტაშ­ვი­ლი.
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, სოფო კი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვი­ტეს, კა­ნონპ­რო­ექ­ტში ჩა­ე­წე­რათ მუხ­ლი, რაც "აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­სე­ბა­დო­ბა­ში მო­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან":
"თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბელს უნდა, თა­ვის შვილს ჰქონ­დეს სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ეს შე­უძ­ლია, თუმ­ცა მან უნდა მის­ცეს თან­ხმო­ბა. ვი­საც არა აქვს ამის სურ­ვი­ლი, ვისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მა­შინ სხვა ფორ­მით უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა ეს გა­ნათ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მშო­ბე­ლი იმ კონ­კრე­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ში­ნა­არსს არ ეთან­ხმე­ბო­დეს. ასე­თი ფორ­მით მი­წო­დე­ბა არ უნდა მოხ­დეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­იწ­ვი­ოს და­პი­რის­პი­რე­ბა, არ გა­მო­იწ­ვი­ოს მღელ­ვა­რე­ბა ზოგ­ჯერ სა­მარ­თლი­ა­ნი. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს ფორ­მუ­ლი­რე­ბა ჩავ­სვათ და შე­მო­ვი­ტა­ნოთ ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment