Pages

Sunday, March 24, 2019

სირიაში ISIS-ი სრულად განადგურებულია - სისხლისმღვრელ ბრძოლაში ისლამისტები დამარცხდნენ

სი­რი­ა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ის­ლა­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე 4 წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლა დას­რულ­და. ერთ დროს მათ სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­მე­დი ეკა­ვათ. სი­რი­ა­ში და­ე­შის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "ტვი­ტე­რის" მეშ­ვე­ო­ბით დღეს გა­ავ­რცე­ლეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჯერ კი­დევ გუ­შინ სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მუს­ტა­ფა ბა­ლის მიერ "ტვი­ტერ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" უკა­ნას­კნე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან სრუ­ლად გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მძი­მე და სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.
ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ და­ე­შის მებ­რძო­ლე­ბი და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არი­ან და "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" გავ­ლე­ნის ქვეშ სი­რი­ა­ში მი­წის ერთი სან­ტი­მეტ­რიც კი აღარ დარ­ჩა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა. თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კე­რის სარა სან­დერ­სის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თეთ­რი სახ­ლის ლი­დერს დო­ნალდ ტრამპს უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს. მისი გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის თავ­დაც­ვის მდივ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა პატ­რიკ შა­ნა­ჰან­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტრამპს One Air One-ის ბორტზე ყოფ­ნი­სას, ფლო­რი­და­ში გამ­გზავ­რე­ბის დროს აც­ნო­ბა.
აქვე უნდა ით­ქვას, რომ სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებს რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­დათ იმის­თვის, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ბა­ღუ­ზის სა­ხით სი­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი და­საყ­რდე­ნი გა­მო­ე­ცა­ლათ ხე­ლი­დან. თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძო­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში კარ­გად ჩანს სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებ­თან მებ­რძო­ლი ბურ­კა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქალი, რო­მელ­საც ხელ­ში AK47-ი უჭი­რავს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ამ დრომ­დე ქა­ლებს ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე გა­მო­ჩე­ნა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ.
რო­გორც სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის იმ პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბო­და, რომ ქა­ლებ­მა ძა­ლა­დობ­რივ აქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­ი­ღონ ანუ თუ საქ­მე თავ­დაც­ვით ჯი­ჰადს ეხე­ბა, თუ მუს­ლიმ­თა ტე­რი­ტო­რია თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნეა და ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. რო­გორც ჩანს, ბა­ღუ­ზის­თვის ბრძო­ლა სწო­რედ ის კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.
"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მი­ზა­ნი მუს­ლი­მე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა და იქ ხა­ლი­ფა­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა იყო, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სი­რი­ი­სა და ერა­ყის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქე­ბის და­პყრო­ბით და­ი­წყო. უკვე 2014 წელს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხა­ლი­ფა­ტი ორი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 88 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თობს აკონ­ტრო­ლებ­და.
ის­ლა­მის­ტებ­მა კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი აა­მოქ­მე­დეს და ტე­რო­რი და შიში და­ამ­ყა­რეს. ორ­გა­ნი­ზა­ცია ცნო­ბი­ლია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლი­თა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯით, რო­მე­ლიც რო­გორც წესი ადა­მი­ან­თა მო­რა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით სა­ჯა­როდ ეწყო­ბო­და.
ალ­ბათ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ და­ე­შის მებ­რძო­ლებ­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი ზა­რა­ლი იე­ზი­დე­ბის რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბას მი­ა­ყე­ნეს. 2014 წელს "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ერა­ყის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სინ­ჯა­რის ოლ­ქში მცხოვ­რებ იე­ზი­დებ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათას­მა ადა­მი­ან­მა თავი მთებს შე­ა­ფა­რა, თუმ­ცა სა­ნამ კო­ა­ლი­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე­თა­უ­რო­ბით მათ და­სახ­მა­რებ­ლად ტე­რო­რის­ტებ­ზე ავი­ა­ი­ერშს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და, ათა­სო­ბით იე­ზი­დი და­ი­ღუ­პა. ექ­სტრე­მის­ტე­ბი იე­ზიდ მა­მა­კა­ცებს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ, ბავ­შვებს ყიდ­ნენ, ქა­ლე­ბი კი სექსმო­ნე­ბი ხდე­ბოდ­ნენ.
გა­ე­როს ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2015 წლის­თვის ის­ლა­მის­ტებს 3500 ადა­მი­ა­ნი მო­ნად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი, მათ დიდ ნა­წილს იე­ზი­დე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, მო­ნა­თა უმე­ტე­სო­ბა მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა მო­ნა­თა შო­რის სხვა რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ხვდე­ბოდ­ნენ.
იე­ზი­დე­ბის მიერ გა­ღე­ბულ მსხვერ­პლზე სა­უბ­რი­სას არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ მათი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­დია მუ­რა­დი, რო­მელ­მაც ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სექს მო­ნო­ბას გაქ­ცე­ვით და­აღ­წია თავი, ძალა მო­იკ­რი­ბა და თა­ვი­სი ოჯა­ხის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ექ­სტრე­მის­ტებ­მა მის თვალ­წინ ამო­ხო­ცეს, მთელს მსოფ­ლი­ოს მო­უყ­ვა, გა­ე­როს კი იე­ზი­დე­ბის დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ნა­დია მუ­რა­დი ახლა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მან გა­სულ წელს მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ი­ღო.
ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად არა­მედ მო­რა­ლუ­რა­დაც ანად­გუ­რებ­დნენ, ისი­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ნა­ხულ მო­ნუ­მენ­ტებ­სა და ტაძ­რებს ანად­გუ­რებ­დნენ. ექ­სტრე­მი­ტებ­მა სი­ი­რის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი პალ­მი­რა ურო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი კი შავ ბა­ზარ­ზე გა­ყი­დეს.
შავ ბა­ზარ­ზე გა­ყი­დუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მათი შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს ნავ­თო­ბი, კონ­ტრო­ბან­და, მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ გა­მო­ძალ­ვი­სა და ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბის გზი­თაც.
"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რი მხო­ლოდ სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გავ­რცელ­და, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. ის­ლა­მის­ტებ­მა ევ­რო­პის შუ­ა­გუ­ლამ­დეც ჩა­აღ­წი­ეს და ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია პა­რიზ­სა და ბრი­უ­სელ­შიც მო­ა­წყვეს, სი­ნა­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის თავ­ზე რუ­სუ­ლი ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბა მო­ა­ხერ­ხეს და აშშ-ის ღა­მის კლუბ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი ჟლე­ტის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. და­უ­ჯე­რებ­ლია, მაგ­რამ მათ თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და და­სავ­ლე­თის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ეს.
ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წელს ხა­ლი­ფა­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" 29 ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 143 ტე­რაქ­ტი სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, რა­საც 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.
უკეთ რომ გა­ვი­გოთ რა ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა სი­რი­ამ იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა ნა­წილ­ზეც კონ­ტრო­ლი ჰქონ­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი, გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ სი­რი­ას 1 ტრი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ნან­გრე­ვე­ბი­დან აღ­დგეს.

No comments:

Post a Comment