ესპანეთის დედაქალაქში 13-სართულიან კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ბოლო სართული ჩამოინგრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 16 ადამიანი. არცერთ მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.
დაზიანდა შენობასთან მდგარი ავტომანქანებიც. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment