Pages

Thursday, April 18, 2019

ზნეობა“ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ - „რუსთავი 2-ის'' ეზოში ტელეკომპანიის დახურვას მოითხოვე

ამ წუთებში, რუსთავი 2-თან ორგანიზაცია ''ზნეობა'' საპროტესტო აქციას მართავს. აქცია რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის ლიდერებმა დააანონსეს.
ტელეკომპანიის ეზოში შეკრებილმა აქტივისტებმა, რომელთა შორის სასულიერო პირებიც არიან, რუსთავი 2-ის დახურვა მოითხოვეს. პარალელურად ისინი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო მოწოდებებითაც გამოდიან.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ რელიგიის და ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული არხის დახურვა არსებული ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება.


აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის საფუძველი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ქმედება გახდა, რა დროსაც მან გადაცემა კვირის აქცენტების მიმდინარეობისას რელიგიური რიტუალი შეურაცხყო. კერძოდ ხელში ფუნჯით და ქილაში ჩასხმული წყლის პკურებით კურთხევის პაროდია გააკეთა.

რელიგიის შეურაცხმყოფელ ფაქტად შეფასდა არხის ეთერში გასული მუსიკალური ნომერიც, სადაც მომღერალი თავზე ეკლის გვირგვინით რეპავდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment